loader

"მადლობა ვისოცკის გენიოსობისა და აქტუალობისთვის" - უკრაინელებმა რუსი მუსიკოსის სიმღერაზე კლიპი ააწყეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მადლობა ვისოცკის გენიოსობისა და აქტუალობისთვის" - უკრაინელებმა რუსი მუსიკოსის სიმღერაზე კლიპი ააწყეს

ინტერნეტში ვრცელდება სხვადასხვა სახის ვიდეო რგოლი, რომლებიც კიევში მიმდინარე პროცესებს ასახავს. ამჯერად სოციალურ ქსელებში აიტაცეს კლიპი "ბალადა ბრძოლაზე", რომელიც ევრომაიდანსა და გრუშევსკის ქუჩაზე გადაღებული ფოტოებისგან შემდგარ კოლაჟს წარმოადგენს. ვიდეო რგოლის ავტორია ალა დემური. ე.წ. ფოტო-ფილმი აწყობილია ცნობილი რუსი მუსიკოსის ვლადიმერ ვისოცკის იგივე სახელწოდების სიმღერაზე. ვიდეო უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულებს ეძღვნება. "მადლობა ვისოცკის გენიოსობისა და აქტუალობისთვის", - ნათქვამია ვიდეოს აღწერილობაში.