loader

"აბორტი წმინდაა" - "ფემენი" ესპანელ კარდინალს დაესხა თავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აბორტი წმინდაა" - "ფემენი" ესპანელ კარდინალს დაესხა თავს

ესპანეთში ჩატარებული ეპისკოპოსების კონფერენციის დროს კარდინალი ანტონიო როუკო "ფემენის" თავდასხმის ობიექტი გახდა. შეძახილებით - "აბორტი წმინდაა", ნახევრად შიშველმა ფემინისტებმა კარდინალს სისხლისფერი სითხით დასვრილი ქალის საცვალი ესროლეს. ამ გზით, აქტივისტებმა გამოხატეს პროტესტი კათოლიკური ეკლესიის პოზიციის მიმართ, რომელიც ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას უკავშირდება. როგორც ცნობილია, კათოლიკურ ეკლესიას მკვეთრად უარყოფითი პოზიცია უჭირავს ამ საკითხთან დაკავშირებით.