loader

პუტინი სოჭში ლეოპარდის ლეკვს მოეფერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინი სოჭში ლეოპარდის ლეკვს მოეფერა

ცნობილი ამბავია, რომ რუსეთის პრეზიდენტს ცხოველები ძალიან უყვარს. ციმბირის ვეფხვებს რადიოსაყელურებს აცმევს, თეთრ ვეშაპებს "სამეცნიერო მიზნებით" არბალეტიდან ესვრის, ცხენებით სეირნობს, სელაპებს ხელს ართმევს, ხბოებს ბოთლიდან აჭმევს და ძაღლებს ეთამაშება. ამჯერად ცხოველების მოყვარულმა პუტინმა სოჭის შუააზიური ლეოპარდის რეაბილიტაციის ცენტრი მოინახულა და ლეოპარდის ექვსი თვის ლეკვის, გრომის ვოლიერში შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ლეოპარდი გალიაში ხალხმრავლობის გამო ანერვიულდა და ღრენა დაიწყო, პუტინს მოფერების ნება მიანც დართო.

"მიყვარს ცხოველები, ეტყობა, შევიგრძნობ მათ - ასე აუხსნა მოგვიანებით ეს ფენომენი პუტინმა ჟურნალისტებს, - მე და გრომს ერთმანეთი მოგვეწონა". პუტინმა ის ცხოველებიც მოინახულა, რომლებიც ხუთი წლის წინ ცენტრს თავად აჩუქა.

იხილეთ ვიდეო georrgianews.ge-ზე