loader

ინდოელი მზარეული 12 წელია გაჭირვებულებისთვის უფასო სადილს ამზადებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოელი მზარეული 12 წელია გაჭირვებულებისთვის უფასო სადილს ამზადებს

34 წლის ინდოელი მამაკაცი ნარაიანან კრიშნანი ბოლო 12 წელია, გაჭირვებულებს უფასო სადილით უმასპინძლდება. საერთო ჯამში, მის ანგარიშზე მილიონი სადილია. ნარაიანი პროფესიონალი მზარეულია, რომელიც უმაღლესი კლასის რესტორნებში მუშაობდა. თუმცა ერთ დღესაც გააცნობიერა, რომ სადილს უმზადებდა მდიდარ ადამიანებს, რომლებიც მის ნახელავს ბოლომდეც არ მიირთმევდნენ და რესტორანში გასართობად დადიოდნენ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ ინდოეთში მცხოვრებ მოხუცებულებს და ავადმყოფებს დახმარებოდა.

ნარაიანმა ორგანიზაციაც ჩამოაყალიბა, სადაც დღეში 400 გემრიელი კერძი გაჭირვებული ადამიანებისთვის მზადდება.

იხილეთ: საოცარი ამბავი ადამიანზე, რომელმაც უდაბნო შეაჩერა

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე