loader

პუტინის პორტრეტი სასტუმროს ნომერში და "ინსტრუქცია" ტუალეტში - რა ხდება სოჭში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინის პორტრეტი სასტუმროს ნომერში და "ინსტრუქცია" ტუალეტში - რა ხდება სოჭში

სოჭი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 7 თებერვლიდან უმასპინძლებს, თუმცა დღემდე არსებობს ეჭვები, ნამდვილად მზადაა თუ არა ქალაქი ტურისტებისა და ჟურნალისტების მისაღებად.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რეპორტიორებმა ადგილობრივი სასტუმროების ნომრები წინასწარ დაჯავშნეს, თუმცა ზოგიერთი მათგანი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა - მედიისთვის განკუთვნილი 9 სასტუმროდან სტუმრების მისაღებად მზად მხოლოდ 6-ია. სასტუმროები ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია. შეწუხებული ჟურნალისტები "ტვიტერში" წერენ სასტუმროებში არსებული ვითარების შესახებ: "CNN-მა 5 თვის წინ 11 ოთახი დაჯავშნა. მხოლოდ 1 ნომერია ვარგისი", - წერს ჟურნალისტი ჰარი რიკი.

როგორც ჟურნალისტების პოსტებიდან ირკვევა, სასტუმროებში არ არის გათბობა და ინტერნეტი. ზოგიერთ ნომერში კი მაგიდაზე ვლადიმერ პუტინის პორტრეტი დევს. ტუალეტის კარს ინგლისურ და რუსულ ენებზე აწერია "ინსტრუქცია": "გთხოვთ, ნუ ჩააგდებთ ქაღალდს უნიტაზში. ჩააგდეთ სანაგვეში".

იხილეთ:

სოჭი ფეკალიებით დაიტბორა

ტყუპი უნიტაზი სოჭის მედიაცენტრში

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე