loader

მაიდანზე ტელეკომპანია Дождь-ს მხარდაჭერა ქოლგებით გამოუცხადეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაიდანზე ტელეკომპანია Дождь-ს მხარდაჭერა ქოლგებით გამოუცხადეს

კვირას, 9 თებერვალს კიევში, მაიდანზე შეკრებილებმა რუსულ ტელეკომპანია Дождь-ს გამოუცხადეს მხარდაჭერა.

ტრადიციული სახალხო შეკრების ათეულობით მონაწილე მაიდანზე გაშლილი ქოლგებით მივიდა და ერთხმად სკანდირებდა - "Дождь, ჩვენ შენთან ვართ!" გარდა ამისა, შეკრებაზე მისულებს სცენიდანაც მოუწოდებდნენ, მხარი დაეჭირათ რუსული ტელეკომპანიისთვის, რასაც ხალხი ხმამაღალი შეძახილებით პასუხობდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საკაბელო ტელევიზიების ასოციაციის პრეზიდენტი იური პრიპაჩკინი, ლენინგრადის ბლოკადის შესახებ ჩატარებული გამოკითხვის გამო, ტელეკომპანია Дождь-ის დახურვის წინადადებით გამოვიდა. გამოკითხვა - "საჭირო იყო თუ არა ლენინგრადის დანებება ასეულობით სიცოცხლის გადასარჩენად" - ტელეკომპანიის ვებ-გვერდზე ჩატარდა და ბლოგერებს შორის დიდი რეზონანსი გამოიწვია. მოგვიანებით, არხის ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ ეს გამოკითხვა შეცდომა იყო და ბოდიში მოიხადა.