loader

შოკოლადის ტანსაცმლის დეფილე ბელგიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შოკოლადის ტანსაცმლის დეფილე ბელგიაში

შოკოლადის მოყვარულები მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან ბრიუსელში, რათა შოკოლადისგან დამზადებული ტანისამოსი იხილონ. შოკოლადის ფესტივალი მსოფლიოს 19 ქალაქში იმართება თუმცა, პირველი გახსნა ტრადიციულად ბელგიის, როგორც შოკოლადის ყველაზე ცნობილი ექპორტიორი ქვეყნის, დედაქალაქში ეწყობა.

ფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს შოკოლადის დეფილე წარმოადგენს, რომელზეც დიზაინერები და მზარეულები შოკოლადისგან დამზადებული ტანსაცმლის დემონსტრირებას ახდენენ. "ყველაფერი, რაც მაცვია, შოკოლადისგანაა დამზადებული. ეს ძალიან უჩვეულოა", - აღნიშნა ერთ-ერთმა მოდელმა. შოკოლადის ფესტივალი 9 თებერვალს დასრულდება.