loader

იტალიის ახალი პრემიერის პოსტს, სავარაუდოდ, მატეო რენცი დაიკავებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იტალიის ახალი პრემიერის პოსტს, სავარაუდოდ, მატეო რენცი დაიკავებს

იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრის პოსტს, სავარაუდოდ, ფლორენციის მერი მატეო რენცი დაიკავებს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს. ამასთან, იტალიის პრეზიდენტმა ჯორჯიო ნაპოლიტანომ, რომელმაც ქვეყნის პრემიერის, ენრიკო ლეტას თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნა დააკმაყოფილა, დაადასტურა, რომ უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები პარტიებთან ახალი მთავრობის ფორმირების საკითხზე.

პრეზიდენტის კანცელარიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კონსულტაციები ამ თემაზე დღეს დასრულდება. იტალიის ყოფილმა პრემიერმა ენრიკო ლეტამ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც მატეო რენცის მოთხოვნით "დემოკრატიულმა პარტიამ" მის წასვლას მხარი დაუჭირა.
39 წლის მატეო რენცი იტალიის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდება.