loader

თვითმფრინავი, რომელიც, სავარაუდოდ, გაიტაცეს, ჟენევაში დაჯდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თვითმფრინავი, რომელიც, სავარაუდოდ, გაიტაცეს, ჟენევაში დაჯდა

ეთიოპიის ავიაკომპანია Ethiopian Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც ადის აბიბადან რომში ასრულებდა რეისს, ჟენევაში დაჯდა.

აღნიშნული ავიაკომპანიის თვითმფრინავის გატაცების შესახებ ინფორმაცია დასავლურმა მედიამ გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავმა 767-300 გატაცების განგაშის სიგნალი მაშინ ჩართო, როდესაც სუდანის თავზე იმყოფებოდა. უცხოურ მედიაში ასევე ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის პილოტი გაიქცა. თვითმფრინავის მგზავრები და ეკიპაჟი უსაფრთხოდ არიან.