loader

ყინულის უნიკალური გამოქვაბულები კანადასა და ამერიკაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყინულის უნიკალური გამოქვაბულები კანადასა და ამერიკაში

კანადისა და შეერთებული შტატების საზღვარზე, დიდი ტბების მხარეში, ტბა ერის ზედაპირზე ყინულის უნიკალური გამოქვაბულები წარმოიქმნა. ტბა ერის ნაპირებზე ბუნების ამ ფენომენის სანახავად ორივე ქვეყნიდან უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. ხანგრძლივი ძლიერი ქარების, თოვლისა და დაბალი ტემპერატურის შედეგად წარმოქმნილმა ბუნების ამ ფენომენმა მხოლოდ ჩამოსულებზე კი არ მოახდინა დიდი შთაბეჭდილება, არამედ ადგილობრივებზეც, რომლებიც ამ მიდამოებში მსგავსს არ შესწრებიან.