loader

"სისხლიანი ხუთშაბათი" კიევში - მაიდანი დაღუპულებს ემშვიდობება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სისხლიანი ხუთშაბათი" კიევში - მაიდანი დაღუპულებს ემშვიდობება

არაოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში 70-დან 100-მდე ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ მაიდანის სამედიცინო სამსახური იუწყება. "ეს ციფრი საბოლოო არ არის და კიდევ ზუსტდება. ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 17:30 საათისთვის, 70-მდე დაღუპული იყო", - განაცხადა სამედიცინო სამსახურის კოორდინატორმა ოლეგ მუსიმ.

დაღუპულთა უმრავლესობა სნაიპერის მსხვერპლი გახდა. მათ ტყვია თავში, საძილე არტერიაში, გულმკერდსა და ფილტვებში აქვთ მოხვედრილი. სისხლიანი დღის ბოლოს მაიდანელები დაღუპულ თანამებრძოლებს გამოეთხოვნენ.

რაც შეეხებათ დაშავებულებს, მათი რიცხვი 500-ზე მეტია. ახლომდებარე სამედიცინო პუნქტებში დაზარალებულებს პირველად დახმარებას უწევენ.

ასევე იხილეთ:

უმძიმესი კადრები კიევიდან - მაიდანზე უამრავი ცხედარია (+18)

"ბერკუტის" არაადამიანური სისასტიკის ამსახველი კადრები

სნაიპერების მიერ დახოცილებს ტყვიები თავში, გულმკერდსა და ფილტვებში აქვთ მოხვედრილი