loader

"უკრაინელი სამხედროები არ უნდა დაუპირისპირდნენ ხალხს" - NATO მხარეებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უკრაინელი სამხედროები არ უნდა დაუპირისპირდნენ ხალხს" - NATO მხარეებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ნეიტრალური პოზიციისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"მწუხარებას გამოვთქვამ უკრაინაში მომხდარი შემაშფოთებელი სისხლისღვრის გამო. მოვუწოდებ ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, რათა არ გამოიყენოს გადამეტებული ძალა და შეინარჩუნოს შეიარაღებული ძალების ნეიტრალიტეტი", - ნათქვამია ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ უკრაინელი სამხედროები არ უნდა დაუპირისპირდნენ უკრაინელ ხალხს. მისივე თქმით, თუ ეს მოხდება, ამას ძალზედ ნეგატიური შედეგები ექნება ნატო-სა და უკრაინის ხელისუფლების ურთიერთობაზე.