loader

გაუმჯობესებული კამერა და წყალგამძლე მოდელი - რა ფუნქციები აქვს ახალ Galaxy S5-ს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაუმჯობესებული კამერა და წყალგამძლე მოდელი - რა ფუნქციები აქვს ახალ Galaxy S5-ს

ბარსელონაში კორეულმა კომპანია "სამსუნგმა" ახალი სმარტფონი Galaxy S5 წარმოადგინა. მოწყობილობის დიზაინი თითქმის არ განსხვავდება წინამორბედისგან, თუმცა მონაცემები საგრძნობლად გაუმჯობესებულია.

Galaxy S5-ს შეუძლია 10 საათი LTE ქსელში, ხოლო 12 საათი ვიდეოების ნახვის რეჟიმში უწყვეტი მუშაობა. შემქმნელები მარტო ამით არ შემოიფარგლნენ და მოწყობილობის ბატარეა კიდევ უფრო დახვეწეს. მაგალითად, თუ ტელეფონზე ბატარეის მაჩვენებელი 10%-ს გიჩვენებთ, მობილური ავტომატურად ეკონომიურ რეჟიმში გადადის და დამატებით 24 საათი შეუძლია მუშაობა. ამასთან, ყველა ფუნქცია იბლოკება, ხოლო ზარი, სმს და ეკრანი შავ-თეთრ რეჟიმში გადადის.

Galaxy S5-ს 5.1-დუიმიანი ეკრანი აქვს Full HD გაფართოებით, ოთხბირთვიანი პროცესორი Qualcomm Snapdragon 801 2,5 გჰ სიხშირით, 2 გბ ოპერატიული მეხსიერება და 16/32 გბ შიდა მეხსიერება.

ტელეფონს ორი კამერა აქვს - ძირითადი 16 მეგაპიქსელია, ხოლო წინა 2 მეგაპიქსელი. ამასთან, შემქმნელები შეეცადნენ, კამერა DSLR კამერასთან მიეახლოებინათ და ავტოფოკუსი 0,3 წამამდე შეუმცირეს. მოწყობილობას დაუმატეს თითის სკანერი, რაც საშუალებას გაძლევთ, სმარტფონში არსებული მონაცემები უსაფრთხოდ და ყველასთვის ხელმიუწვდომლად შეინახოთ. ტელეფონს აქვს ასევე ახალი უკანა პანელი, რომელიც ოთხ ფერშია - შავი, თეთრი, ლურჯი და კრემისფერი. მოწყობილობა წყალ და ჭუჭყგამძლეა. ტელეფონს უკან აქვს გულის ცემის მონიტორი, რომელზეც თითის შეხების შემთხვევაში თქვენი გულისცემის მონაცემებს გაიგებთ.

Galaxy S5-ის გაყიდვა 11 აპრილიდან დაიწყება.