loader

მაიდანზე დაღუპული გმირის ობლად დარჩენილი ქალიშვილის ისტორიამ მთელი უკრაინა შეძრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაიდანზე დაღუპული გმირის ობლად დარჩენილი ქალიშვილის ისტორიამ მთელი უკრაინა შეძრა

კიევის მაიდანზე დაღუპული "ზეციური ასეულის" გმირის ობლად დარჩენილი პატარა ქალიშვილის ისტორიამ მთელი უკრაინა შეძრა. შეტაკებების დროს მოკლული გეორგ არუთუნიანის გოგონა აშხენ არუთუნიანი ახლა თავის უფროს ნახევარდასთან, ანიასთან ცხოვრობს. ანია ყვება, რომ მისმა მამინაცვალმა, აშხენის მამამ 2009 წელს შეირთო ცოლად დედამისი და საცხოვრებლად საქართველოში, ბათუმში გადავიდა. ჯვარიც ბათუმში დაიწერეს. თავად გეორგიც ბათუმიდან იყო. 2010 წელს იქვე დაიბადა მათი ქალიშვილი აშხენი, რომელსაც უკვე ოთხი წელი უსრულდება. მისი ნახევარდა ანია გათხოვილია, თუმცა, საკუთარი შვილები არ ჰყავს და ამჟამად ბავშვს ის უვლის. მათი დედა 2012 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა. ახლა მაიდანზე მამაც მოუკლეს. პატარა ობოლის ტრაგიკულმა ისტორიამ, რომელიც სოციალურ ქსელებს მოედო, ბევრ ადამიანს აუჩუყა გული და აშხენის შვილად აყვანის სურვილი მრავალმა უკრაინელმა წყვილმა გამოთქვა.