loader

ობამასა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ობამასა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის უკრაინის კრიზისის თაობაზე 1 მარტის ღამეს სატელეფონო საუბარი შედგა. საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით გაიმართა.

როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, საუბარი 90 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ობამამ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ღია აგრესიასთან დაკავშირებით და დაგმო რუსეთის ქმედებები უკრაინაში. შტატებმა მოუწოდა მოსკოვს, ჯარები უკან, ბაზებზე დააბრუნოს. ამასთან, შტატები შეაჩერებს თავის მონაწილეობას "დიდი რვიანის" მოსამზადებელ სამუშაოებში, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში რუსეთის თავმჯდომარეობით სოჭში უნდა გაიმართოს.

თეთრი სახლის გარდა, ობამა-პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს კრემლის პრესსამსახურიც. განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის მიერ გამოთქმული შეშფოთების საპასუხოდ, პუტინმა ხაზი გაუსვა "ულტრანაციონალისტების პროვოკაციულ, დანაშაულებრივ ქმედებებს, რაც საფრთხეს უქმნის რუსეთის მოქალაქეებს".

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ "უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში და ყირიმში ძალადობის კვლავ გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთი იტოვებს უფლებას, "დაიცვას საკუთარი და რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესები".