loader

უკრაინელმა მეზღვაურებმა რუს სამხედროებს უკრაინული სამხედრო ნაწილიდან იარაღის გატანის საშუალება არ მისცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინელმა მეზღვაურებმა რუს სამხედროებს უკრაინული სამხედრო ნაწილიდან იარაღის გატანის საშუალება არ მისცეს

სევასტოპოლში უკრაინელმა მეზღვაურებმა რუს სამხედროებს უკრაინული სამხედრო-საზღვაო ფლოტის 191-ე სასწავლო რაზმის სამხედრო ნაწილიდან იარაღის გატანის საშუალება არ მისცეს. ამის შესახებ ყირიმის მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, 2 მარტის დილით რუსულმა სპეცრაზმელებმა უკრაინულ სამხედრო ნაწილში შეაღწიეს და სამხედრო შეიარაღება იგდეს ხელთ, თუმცა, მისი გამოტანა ვერ შეძლეს.

რუსი სამხედროებით სავსე ავტომანქანა "კამაზს" უკრაინელმა მეზღვაურებმა გზა ჯავშანტრანსპორტიორით გადაუკეტეს და თავად მის წინ ცოცხალ ფარად დადგნენ, რათა რუს სამხედროებს მანქანის გადათრევა არ შეძლებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა ჰაერში ორჯერ გაისროლეს, უკრაინელებმა უკან მაინც არ დაიხიეს. საბოლოოოდ, რუსები იძულებული გახდნენ უკრაინული სამხედრო ნაწილი დაეტოვებინათ, იარაღით დატვირთული მათი "კამაზი" კი უკრაინელმა მეზღვაურებმა სხვა სამხედრო ნაწილში გადააგზავნეს.

იხილეთ ასევე: სევასტოპოლში უკრაინულ საჯარისო ნაწილში შეჭრილ რუს სამხედროებს გზა გადაუკეტეს