loader

პუტინი ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში წარდგენილ კანდიდატთა შორისაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინი ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში წარდგენილ კანდიდატთა შორისაა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მშვიდობის დარგში 2014 წლის ნობელის პრემიაზე წარდგენილ კანდიდატთა შორისაა ნომინირებული. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს.

ამასთან, როგორც "როიტერი" აღნიშნავს, უკრაინაში არსებული კონფლიქტი, სავარაუდოდ, ნობელის პრემიის დღის წესრიგში დადგება.

ნორვეგიის ნობელის ინსტიტუტის დირექტორის, გეირ ლუნდესტადის განცხადებით, მიმდინარე წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე რეკორდული რაოდენობის - 278 კანდიდატია წარდგენილი, მათ შორის - 47 ორგანიზაცია.

ამასთან, მშვიდობის დარგში 2014 წლის ნობელის პრემიის კანდიდატთა შორის დასახელებულნი არიან: აშშ-ის დაზვერვის ყოფილი კონტრაქტორი ედვარდ სნოუდენი, პაკისტანელი აქტივისტი და უფლებადამცველი, 16 წლის მალალა იუსუფზაი და რომის პაპი ფრანცისკი.