loader

ინდოელმა ცხვირით ტექსტის აკრეფაში რეკორდი დაამყარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოელმა ცხვირით ტექსტის აკრეფაში რეკორდი დაამყარა

ინდოელმა მოჰამედ ჰურშიდ ჰუსეინმა კომპიუტერის კლავიატურაზე ცხვირით ტექსტის აკრეფით რეკორდი დაამყარა. 23 წლის მამაკაცმა 103-სიმბოლოიანი ტექსტი 47 წამში აკრიფა.

ჰუსეინმა ცხვირით ინგლისურ ენაზე შემდეგი ტექსტი აკრიფა: Guinness World Records has challenged me to to type this sentence using my nose in the fastest time ("გინესის რეკორდების წიგნმა გამაკეთებინა ის, რომ ეს წინადადება ცხვირით ყველაზე სწრაფად ავკრიფე").

გინესის რეკორდების წიგნმა შედეგი ოფიციალურად დაარეგისტრირა. წინა რეკორდი 2008 წელს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დამყარდა. ადგილობრივმა მოსახლემ ცხვირით იგივე ფრაზა აკრიფა, მაგრამ ერთ წუთსა და 33 წამში.