loader

ტაილანდში სპილოს დღე აღნიშნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტაილანდში სპილოს დღე აღნიშნეს

13 მარტს ტაილანდში ეროვნულ დღესასწაულს - სპილოს დღეს აღნიშნავენ. ეს ცხოველი ამ ქვეყნის სიმბოლოა და წმინდად ითვლება.

ცხოველების პატივსაცემად გამართული ღონისძიება ყოველწლიურად ბანგკოკის ჩრდილოეთით, 80 კილომეტრის მოშორებით სპეციალურად მოწყობილ ადგილას იმართება. სპილოებისთვის დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ხილისა და ბოსტნეულის სუფრაა: 10 ტონა საჭმელი - ბანანი, სიმინდი, საზამთრო, ანანასი და სტაფილო სპილოებს მთელი დღის განმავლობაში ახარებთ.