loader

ეგზიტპოლის შედეგები: რეფერენდუმზე მისული ყირიმელების 93%-მა მხარი რუსეთთან შეერთებას დაუჭირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეგზიტპოლის შედეგები: რეფერენდუმზე მისული ყირიმელების 93%-მა მხარი რუსეთთან შეერთებას დაუჭირა

ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, რეფერენდუმზე მისული ყირიმის მოსახლეობის 93%-მა რუსეთთან შეერთებას დაუჭირა მხარი. ერთადერთი ეგზიტპოლის შედეგები "კრიმ ინფორმ"-მა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ყირიმში დღეს რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმზე ორი კითხვა იყო გატანილი, რომელთაგან არც ერთი არ ითვალისწინებდა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ამჟამინდელი სტატუსის შენარჩუნებას.

კერძოდ, პირველი შეკითხვა ასეთი იყო: უჭერთ თუ არა მხარს ყირიმის შეერთებას რუსეთთან, რუსეთის ფედერაციის სამართლებრივ სუბიექტად? მეორე კითხვა კი, ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში ფორმალურად დარჩენას გულისხმობს და იგი შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული: მხარს უჭერთ თუ არა ყირიმის რესპუბლიკის 1992 წლის კონსტიტუციის ამოქმედებას და ყირიმის, როგორც უკრაინის ნაწილის სტატუსს?