loader

"რუსეთს შეუძლია ამერიკა ფერფლად აქციოს" - რუსი ჟურნალისტის შეფასება ანალიტიკურ გადაცემაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რუსეთს შეუძლია ამერიკა ფერფლად აქციოს" - რუსი ჟურნალისტის შეფასება ანალიტიკურ გადაცემაში

ტელეკომპანია "როსია 1"-ის საკვირაო ანალიტიკური გადაცემის, "ვესტი ნედელის" წამყვანმა დმიტრი კისელევმა უკრაინის მოვლენების შეფასების დროს განაცხადა, რომ რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია ამერიკა რადიოაქტიურ ფერფლად აქციოს.

ბარაკ ობამას განცხადების შეფასებისას, რომელიც რუსეთის ყირიმში ქმედებების გამო დასავლეთის ქვეყნების მხრიდან შესაძლო სანქციებზე საუბრობდა, რუსული ტელესივრცის ოდიოზურმა ფიგურამ განაცხადა, რომ ბარაკ ობამას ეშინია ვლადიმერ პუტინის, რადგან რუსეთის ფედერაციის შეიარაღების პოტენციალი მას გამოსავალს არ უტოვებს.

კისილიოვი საკუთარ საკვირაო გამოშვებებში ყოველთვის გამოირჩევა მწვავე შეფასებებით, დაწყების დღიდან ნეგატიურად აფასებდა მაიდანზე მიმდინარე აქციებს და უკრაინას დეფოლტს უწინასწარმეტყველებდა. თებერვალში პუტინმა ჟურნალისტს "დამსახურებისთვის" რუსეთის ფედერაციის ორდენი გადასცა.