loader

Lego-ს რობოტმა რუბიკის კუბიკი ადამიანზე თითქმის ორჯერ წრაფად ააწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Lego-ს რობოტმა რუბიკის კუბიკი ადამიანზე თითქმის ორჯერ წრაფად ააწყო

ბრიტანელმა ინჟინერებმა დევიდ გილდეიმ და მაიკ დობსონმა რობოტი Cubestormer 3 შექმნეს, რომელიც რუბიკის კუბიკს ყველაზე სწრაფად აწყობს. გასულ შაბათ-კვირას ბირმინგემში, გამოფენა Big Bang Fair-ზე ამ ამოცანას რობოტი 3,25 წამში გაუმკლავდა.

Cubestormer იმითაა განსაკუთრებული,  რომ მთლიანად Lego-ს კონსტრუქტორისგანაა დამზადებული. ერთადერთი გამონაკლისი Samsung Galaxy S4-ია, რომელიც რობოტის ტვინის ფუნქციას ასრულებს. სპეციალური პროგრამა კუბების საწყის განლაგებას აანალიზებს და რობოტს მართავს.

ადამიანებში ყველაზე სწრაფად რუბიკის კუბიკს ჰოლანდიელი მეტს ვოლკი აწყობს - მისი შედეგი 5,55 წამია.