loader

ბარაკ ობამა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ზრდის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბარაკ ობამა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ზრდის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ვაშინგტონი აპირებს რუსეთის იმ მოქალქეების სია გაზარდოს, რომლებზეც ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით ამერიკის სანქციები გავრცელდება.

ობამას თქმით, სანქციები გავრცელდება ერთ-ერთ რუსულ ბანკზე, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას ფინანსურ სამსახურს უწევს. ამერიკის ლიდერის განცხადებით, მან ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც გზას გაუხსნის სანქციების დაწესებას რუსეთის ეკონომიკის მთავარი დარგებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება იქნება.

"პუტინმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინამ არ უნდა გააკეთოს არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის. მან თავისი ბედი თავად უნდა განსაზღვროს", – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.