loader

სატვირთოს გადაბრუნების შედეგად, გზაზე 20 ტონა თაფლი დაიღვარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სატვირთოს გადაბრუნების შედეგად, გზაზე 20 ტონა თაფლი დაიღვარა

კალიფორნიაში გზაზე სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა, რომელსაც დაახლოებით 20 ტონა თაფლი გადაჰქონდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მაგრამ გზატკეცილზე გიგანტური საცობი შეიქმნა.

უზარმაზარი ბლანტი ლაქის მოცილებას რამდენიმე საათი დასჭირდა. დასახმარებლად ერთდროულად რამდენიმე საგანგებო სამსახური გამოიძახეს, მათ შორის, სახიფათო ნარჩენების გადამუშავების სპეციალისტები, რადგან თაფლი გზისპირა საკანალიზაციო სისტემის გაჭედვის საფრთხეს ქმნიდა.