loader

ყირიმელმა თათრებმა შესაძლოა საკუთარი რეფერენდუმი ჩაატარონ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყირიმელმა თათრებმა შესაძლოა საკუთარი რეფერენდუმი ჩაატარონ

ყირიმელი თათრები ნახევარკუნძულის რუსეთთან შეერთების შემდეგ საკუთარი მომავლით შეწუხებულნი არიან და შესაძლოა საკუთარი რეფერენდუმი ჩაატარონ, რომ კიევსა და მოსკოვს შორის არჩევანი გააკეთონ. ასეთ შესაძლებლობას ყირიმელი თათრების ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე რეფატ ჩუბაროვი არ გამორიცხავს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყირიმელმა თათრებმა საკუთარი ბედი თავად უნდა განსაზღვრონ.

ჩუბაროვის თქმით, შაბათს მეჯლისის 250 წევრი მომავლის შესახებ კონსულტაციებს გამართავს, რომლის მსვლელობისას რეფერენდუმის შესაძლებლობებს განიხილავენ. ჯერჯერობით კი მან ყირიმელ თათრებს ურჩია, რუსულ პასპორტებზე უარი არ თქვან და უკრაინულიც შეინარჩუნონ.