loader

ალასკას აშშ-ის შემადგენლობიდან გამოსვლას 35 ათასმა ამერიკელმა მოაწერა ხელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალასკას აშშ-ის შემადგენლობიდან გამოსვლას 35 ათასმა ამერიკელმა მოაწერა ხელი

1866 წელს ამერიკამ რუსეთისგან ალასკა 7.2 მილიონ დოლარად შეიძინა. ალასკის მთლიანი ტერიტორია 1 მილიონ 519 ათას კვ.კმ-ს შეადგენს. ამერიკის შტატად ნახევარკუნძული 1959 წელს გამოცხადდა.

რუსული მიწების გაყიდვის კანონიერების საკითხი რუსეთში დიდი ხანია განიხილება, მაგრამ საკანონმდებლო ინიციატივის დონემდე ჯერ არ მისულა. ყირიმის რუსეთთან მიერთების ფონზე, ამ საკითხს რუსეთში უფრო და უფრო მეტი გამოხმაურება აქვს. LifeNews-თან ინტერვიუში რუსმა პოლიტიკოსმა და მწერალმა ივან მირონოვმა განაცხადა, რომ ალასკას გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე სარჩელის მომზადების პროცესი დაიწყო.

ამერიკაში კი ალასკას აშშ-ის შემადგენლობიდან გამოსვლას თეთრი სახლის საიტზე უკვე 35 ათასმა ამერიკელმა მოაწერა ხელი. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წესებით, თუ პეტიციას 100 000 ადამიანი მისცემს ხმას, მთავრობა იძულებული გახდება, საკითხი ოფიციალურ დონეზე განიხილოს.