loader

დარტ ვეიდერი უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დარტ ვეიდერი უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს

დარტ ალექსეევიჩ ვეიდერი "იმპერატორის", "იმპერიის დრონების", "ჩუბაკას" და ლეგენდარული "ვარსკვლავთა ომების" სხვა პერსონაჟების გარემოცვაში, უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს.

"ვარსკვლავთა ომების" საკულტო პერსონაჟის კოსტიუმში გამოწყობილმა მამაკაცმა, რომელიც "უკრაინის ინტერნეტ-პარტიას" ხელმძღვანელობს, პრეზიდენტობის კანდიდატად დასარეგისტრირებლად ცესკოში ყველა საჭირო დოკუმენტი შეიტანა, მათ შორის, ფულადი შენატანის - 2,5 მლნ გრივენის (228 000 დოლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

დარტ ვეიდერი უკრაინაში ცნობილი მის მიერ ორგანიზებული აქციების შემდეგ გახდა. მან თავი ოდესის მერად გამოაცხადა, არალეგალურ ავტოსადგომებს ებრძოდა, კიეველებს "სამყაროს აღსასრულის" წინ ასანთსა და მარილს ურიგებდა. გარდა ამისა, ოდესის ყოფილ მერს, ალექსეი კოსტუსევს პლანეტა "ტატუინის" ხელმძღვანელობას სთავაზობდა.