loader

სექტანტი, რომელსაც რელიგიური კანონებით გახდა ეკრძალებოდა, სექსუალურ საცვლებში პოზირებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სექტანტი, რომელსაც რელიგიური კანონებით გახდა ეკრძალებოდა, სექსუალურ საცვლებში პოზირებს

ემიშები ტრადიციონალისტი ქრისტიანების რელიგიური ჯგუფია ამერიკაში, მინესოტას შტატში. ემიშების ჩაკეტილი კომუნების წევრები უბრალო ცხოვრებას ეწევიან - უარს ამბობენ ყოველგვარი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, იცვამენ დახურულ სამოსს, დაახლოებით ისე, როგორც მეცხრამეტე საუკუნეში და ხელით ამუშავებენ მიწას.

ამიტომაც კომუნის წევრ შტოლცების ოჯახს ნამდვილ ტრაგედიად ექცა უმცროსი ქალიშვილის, ქეითის სახლიდან გაქცევა და მოდელად გახდომა. ქეით შტოლცმა მკაცრ რელიგიურ საზოგადოებას თავი დააღწია, ნიუ-იორკში ჩავიდა და მოდელის საქმიანობას შეუდგა - ემიში, რომელსაც მოზრდილ ასაკამდე მხოლოდ საყელოიანი და კოჭებამდე გრძელი კაბები ეცვა, სექსუალურ საცვლებში გამოწყობილი მთელი დღის განმავლობაში ფოტოგრაფების წინაშე პოზირებს, ამბობს, რომ როგორც იქნა ოცნება აისრულა და ოჯახის წევრების გაფრთხილებებს, რომ "ჯოჯოხეთის გეენაში" დაიწვება, არაფრად აგდებს.