loader

ინდოელი მამაკაცი დღეში დაახლოებით ორ კილოგრამ ხრეშს და აგურს ჭამს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოელი მამაკაცი დღეში დაახლოებით ორ კილოგრამ ხრეშს და აგურს ჭამს

მსოფლიოში უამრავი უცნაური და არაჩვეულებრივი ადამიანი არსებობს - ზოგი ხანჯლებს ყლაპავს, ზოგი მტაცებელ მხეცებთან ცხოვრობს, ზოგიც აგურებს და ხრეშს ჭამს... ასეთი ადამიანი ინდოეთში ცხოვრობს და სახელად პაკირაპა ჰუნაგუნდი ჰქვია. პაკირაპა აგურებს ახალგამომცხვარი პურივით კბეჩს, მიწას კი მზესუმზირასავით იყრის პირში. მიწას და ხრეშს დღეში დაახლოებით ორ კილოგრამს ჭამს.

"ვჭამ, იმიტომ, რომ სხვანაირად არ შემიძლია. ყოველდღე უნდა ვჭამო, ვერ ვითმენ. დედაჩემი მთხოვს ეს აღარ გავაკეთო, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ - შემწვარ ქათამს მიწა და ტალახი მირჩევნია", - ამბობს პაკირაპა.

ჰუნაგუნდი თავისი უცნაურობის ბიზნესად ქცევას აპირებს: უნდა მთელს ინდოეთში იმოგზაუროს და თავისი უჩვეულო რაციონის დემონსტრირებით ფული იშოვოს.