loader

ლას-ვეგასში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ეშმაკის ბორბალი გაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლას-ვეგასში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ეშმაკის ბორბალი გაიხსნა

ლას-ვეგასში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ეშმაკის ბორბალი High Roller-ი გაიხსნა. 168-მეტრიანი კონსტრუქცია წინა რეკორდსმენზე - სინგაპურის ეშმაკის ბორბალ Singapore Flyer-ზე სამი მეტრით მაღალია. High Roller-ს დაახლოებით სამი წელი აშენებდნენ.

გიგანტურ ბორბალს კონდიციონერებით აღჭურვილი 28 შემინული კაბინა აქვს, რომელთაგან თითოეულში ერთდროულად 40 ადამიანი ეტევა. ბორბალი სრულ ბრუნს 30 წუთს ანდომებს. ბილეთი დღისით 25 დოლარი ღირს, ღამით კი - 35. რიგის გარეშე გასვლა და გასეირნება 60 დოლარადაა შესაძლებელი.