loader

შვედეთში მიცვალებულებს გასათბობად იყენებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შვედეთში მიცვალებულებს გასათბობად იყენებენ

შვედეთში მიცვალებულები ცოცხლებს ათბობენ... პირდაპირი მნიშვნელობით. საქმე ისაა, რომ წელს პირველად სტოკჰოლმში კრემატორიუმებში მიცვალებულების დასაწვავად დანთებული ცეცხლი მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით კი არა, ცენტრალური გათბობისთვის საჭირო წყლის გასაცხელებლადაც გამოიყენება.

კრემაციისთვის საკმაოდ ბევრი ელექტროენერგიაა საჭირო, ამიტომ შვედებმა გადაწყვიტეს, მიცვალებულების დასაწვავად დახარჯული ენერგია ნაწილობრივ მაინც დაებრუნებინათ ცოცხლებისთვის. ეს სისტემა შვედეთის რამდენიმე ქალაქში უკვე წარმატებით მუშაობს, სტოკჰოლმში კი მხოლოდ ახლახანს დაინერგა.