loader

ბიჭუნას, რომელსაც კუდი აქვს, ინდოეთში ღმერთად თვლიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიჭუნას, რომელსაც კუდი აქვს, ინდოეთში ღმერთად თვლიან

6 წლის ამარ სინგმა წელზე თმისგან 30-სანტიმეტრიანი კუდი გაიზარდა და ახლა მას სოფელ ნიჯმპაურში ღვთაებად მიიჩნევენ. ადგილობრივები თვლიან, რომ ბიჭი მაიმუნების ღმერთ ჰანუმანის მიწიერი განსახიერებაა.

მშობლების თქმით, კუდს ამარი ნელ-ნელა იზრდიდა. დაბადებისას წელზე მას პატარა თმა ჰქონდა, ახლა კი მისი დაწვნა უწევს. ამარის მამა ამბობს, რომ მისი შვილი ძალიან კეთილი და ჭკვიანი ბავშვია, უყვარს სწავლა და ძროხებთან თამაში.

ამარ სინგი ინდოეთში დაბადებული პირველი კუდიანი ადამიანი არ არის. გასულ წელს საინფორმაციო სააგენტოები მოზარდ ბიჭუნა ბალაჯიზე წერდნენ, რომელიც ზურგზე გამობმული კუდით დაიბადა და ასევე იყო აღიარებული ხორცშესხმულ ჰანუმანად.

ინდოეთის კულტურაში ჰანუმანი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ის მაიმუნის მსგავსი არსებაა, რომელსაც მეცნიერებისა და სასოფლო-სამეურნეო ცხოვრების მფარველად თვლიან.