loader

ჯერ ყოფილი ცოლი უნდა გავათხოვო, მერე საკუთარ თავზე ვიფიქრებ - ვლადიმერ პუტინი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯერ ყოფილი ცოლი უნდა გავათხოვო, მერე საკუთარ თავზე ვიფიქრებ - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მის შესაძლო დაქორწინებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე უპასუხა, რომ ჯერ ყოფილი ცოლი უნდა გაათხოვოს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობასთან "პირდაპირი ხაზის" დროს განაცხადა, როდესაც კითხვა მეორედ შესაძლო დაქორწინებაზე დაუსვეს.

"ჯერ ყოფილი ცოლი უნდა გავათხოვო, ამის შემდეგ შეიძლება საკუთარ თავზე დაფიქრება", - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მეუღლეს, ლუდმილა პუტინას ოფიციალურად გასულ წელს დაშორდა. განქორწინების შესახებ განცხადება მათ ტელეკამერების წინ ერთობლივად გააკეთეს.

იხილეთ ასევე: ყველას გავგუდავთ, რისი გეშინიათ - ვლადიმერ პუტინი

პუტინმა პირველად აღიარა, რომ ყირიმში რუსი სამხედროები მოქმედებდნენ