loader

87 წლის ასაკში გაბრიელ გარსია მარკესი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

87 წლის ასაკში გაბრიელ გარსია მარკესი გარდაიცვალა

მექსიკაში, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კოლუმბიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი გაბრიელ გარსია მარკესი. ინფორმაცია ამის შესახებ დაადასტურა მწერლისა და ოჯახის პრესმდივანმა ფერნანდა ფამილიარმა. მარკესი რამდენიმე დღის წინ მექსიკის ერთ-ერთი კლინიკიდან გაწერეს, სადაც ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობდა.

ბოლოს საზოგადოების წინაშე მწერალი წელს, მარტის დასაწყისში გამოჩნდა, როცა სახლიდან ჟურნალისტებთან და თაყვანისმცემლებთან სასაუბროდ გამოვიდა. ისინი დიდი მწერლის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

დიდი მწერლის გარდაცვალების გამო კოლუმბიის ხელისუფლებამ 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.