loader

ირანელმა ქალმა შვილის მკვლელი სიკვდილით დასჯას გადაარჩინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირანელმა ქალმა შვილის მკვლელი სიკვდილით დასჯას გადაარჩინა

როდესაც ბალალმა ყელზე ჩამოცმული თოკი იგრძნო, ფიქრობდა, რომ ეს მისი უკანასკნელი ამოსუნთქვა იქნებოდა. მოედანზე თავმოყრილი ხალხი საზარელი სანახაობის - სიკვდილით დასჯის საყურებლად იყო შეკრებილი, რაც ისლამისტურ ქვეყნებში დღესაც არ წარმოადგენს იშვიათობას.

ყველაფრის მიზეზი 7 წლის წინ მომხდარი მკვლელობა გახდა: 20 წლის ბალალმა 18 წლის აბდოლა ჰოსეინზადე ქუჩის ჩხუბის დროს დანით მოკლა, რაც შარიათის კანონების მიხედვით, სიკვდილით ისჯება. თუმცა ამ შემთხვევაში ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ამას სიკვდილმისჯილი და ხალხი მოელოდა. ჩამოხრჩობამდე რამდენიმე წუთით ადრე, მსხვერპლის დედამ სიკვდილმისჯილ ბალალს სილა გააწნა, შემდეგ კი საკუთარი ხელით ჩამოხსნა შვილის მკვლელი თოკიდან.

"კვირის პალიტრა"

იხილეთ: "მე შენზე ვილოცებ" - დედის ამაღელვებელი სიტყვა შვილის მკვლელისადმი