loader

ინდოეთში ძროხას და ხარს 17 000-დოლარიანი ქორწილი გადაუხადეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოეთში ძროხას და ხარს 17 000-დოლარიანი ქორწილი გადაუხადეს

ინდოეთში, ერთ-ერთ ქალაქში ძროხა განგს და ხარ პრაკაშს გრანდიოზული ქორწილი გადაუხადეს. ცერემონიის ჩატარებისთვის ფული ადგილობრივმა ფერმერებმა გაიღეს, რომელთაც იმედი აქვთ, რომ წმინდა ცხოველების ქორწინება მათ მოუსავლიანობისგან იხსნის.

ხარისა და ძროხის ქორწილი ფერმერებს 17 ათასი დოლარი დაუჯდათ. განგის პატრონმა ჰოპალ პატვარიმ განაცხადა, რომ აღნიშნული დღესასწაული ახლომდებარე მიწებს "სტიქიურ უბედურებებს" აარიდებს.

ქორწილისთვის მზადებას ორი თვე დასჭირდა. საზეიმო ცერემონიაზე სამი სოფლის რამდენიმე ათასი მცხოვრები მივიდა. ყველა აუცილებელი რიტუალის დასრულების შემდეგ საქორწინო ცერემონია დისკოთეკაში გადაიზარდა.