loader

სამეფო ოჯახი ზოოპარკში: პრინც ჯორჯს სეხნია ძუძუმწოვარი გააცნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამეფო ოჯახი ზოოპარკში: პრინც ჯორჯს სეხნია ძუძუმწოვარი გააცნეს

დიდი ბრიტანეთის პრინცმა უილიამმა და ჰერცოგინია ქეით მიდლტონმა აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურებაზე დასწრების შემდეგ, 8 თვის პრინცი ჯორჯი ზოოპარკში წაიყვანეს.

პატარა ჯორჯი განსაკუთრებით ავსტრალიური ცხოველის - ბილბის (ჩანთოსანთა რიგის ძუძუმწოვარი) ნახვამ გაახალისა, რომელსაც მის საპატივცემულოდ ჯორჯი დაარქვეს. ცხოველის დანახვისას, ბიჭუნამ ცხოველისკენ გაიწია და მისი შეხება მოინდომა, მაგრამ კეიტმა ზოოპარკის თანამშრომელს ურჩია, ცხოველი ვოლიერში ჩაესვა, რადგან ჯორჯი საკმაოდ ძლიერია და ბილბის ყურით დაჭერას შეეცდებოდა.