loader

ოდესელი ბალერინების "გედების ცეკვა" ვლადიმერ პუტინისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოდესელი ბალერინების "გედების ცეკვა" ვლადიმერ პუტინისთვის

ოდესაში, სამხედრო ისტორიის მუზეუმის ეზოში, ოპერის თეატრის მსახიობებმა "პატარა გედების ცეკვა" შეასრულეს. ბალერინების ზურგს უკან მძიმე სამხედრო ტექნიკის მაკეტები იდგა. საბალეტო კლასიკის ეს ნაწყვეტი ოპერის მსახიობებს შემთხვევით არ შეურჩევიათ: საბჭოთა დროს, როდესაც ტელევიზიით "გედების ტბას" აჩვენებდნენ - უბედურებას ნიშნავდა. ახლა ბალერინები უსიამოვნებების შესახებ თანამედროვე რუსეთის პრეზიდენტს აფრთხილებენ და ამ წარმოდგენით მიანიშნებენ, რომ უკრაინის მიმართ აგრესიული მოქმედებებით მან ფატალური შეცდომა დაუშვა.