loader

"ჯაშუში-სანათი", რომელიც საუბარს "ისმენს" და სოციალურ ქსელში აგზავნის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჯაშუში-სანათი", რომელიც საუბარს "ისმენს" და სოციალურ ქსელში აგზავნის

სანათი, რომელიც აბსოლუტურად უვნებლად გამოიყურება, შესაძლოა "ჯაშუში" აღმოჩნდეს, რომელსაც საუბრების მოსმენა და Twitter-ში ტრანსლირება შეუძლია.

ეს მოწყობილობა მანჰეტენზე ხელოვნების გამოფენაზე წარმოადგინეს. ტექნოლოგია ორი ნიუიორკელის შექმნილია, რომელთაც სურთ, ადამიანები საზოგადოებაში კონფიდენციალურობის პრობლემებზე დააფიქრონ. სანათის დასამზადებლად მინი-კომპიუტერი Raspberry Pi, შუქ-დიოდიანი მიკროფონი და პლასტმასის ყვავილის ქოთანი გამოიყენეს. სისტემას შეუძლია, ფარულად დაჭერილი ხმა, Wi-Fi-ს საშუალებით, სოცქსელში ატვირთოს.

სანათი რამდენიმე თვის მანძილზე აქტიური იყო, Twitter-ზე საკუთარი გვერდი ჰქონდა, სადაც მოსმენილის ფრაგმენტებს აქვეყნებდა.