loader

სლავიანსკში ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სლავიანსკში ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო

გამთენიისას, დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სროლები რამდენიმე მხრიდან ისმოდა. ქალაქში განგაშის სიგნალი გაისმა, ეკლესიები კი ზარებს რეკავდნენ. არაოფიციალური ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა სეპარატისტების მიერ დაკავებული ტელეანძა გაათავისუფლეს.

სამხედრო-პოლიტიკური ცენტრის ხელმძღვანელის, დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, სეპარატისტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი "მი-24" ჩამოაგდეს. დაჭრილი პილოტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვერტმფრენის ეკიპაჟის სხვა წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.