loader

რუსმა დემონსტრანტებმა მოსკოვში უკრაინის დროშით მსვლელობა მოაწყვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსმა დემონსტრანტებმა მოსკოვში უკრაინის დროშით მსვლელობა მოაწყვეს

რუსეთის დედაქალაქში, საპირველმაისო დემონსტრაციის პარალელურად, რუსმა აქტივისტებმა გიგანტური უკრაინული დროშით მსვლელობა მოაწყვეს. მსვლელობის 9 მონაწილე 1-ელ მაისთან დაკავშირებით გადაკეტილ ქუჩაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაადგილდებოდა და თან უკრაინის ჰიმნს მღეროდა. მალე დემონსტრანტები მოსკოვის მილიციის თანამშრომლებმა შეამჩნიეს და 4 მათგანი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით დაკავებულები გაათავისუფლეს.

საპირველმაისო დემონსტრაციაში 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ისინი მსვლელობის დროს რუსეთსა და პუტინს სკანდირებდნენ.