loader

ოდესაში გლოვაა: 43 დაღუპული და ცეცხლის ალში გახვეული ქალაქი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოდესაში გლოვაა: 43 დაღუპული და ცეცხლის ალში გახვეული ქალაქი

ოდესაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. 2 მაისს, სეპარატისტებსა და უკრაინის ერთიანობის მხარდამჭერთა შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 43 ადამიანი დაიღუპა. შეტაკებების შედეგად 200-მდე ადამიანია დაშავებული, მათგან 25 მძიმე მდგომარეობაშია.

ოდესაში გუშინ პრორუს და უკრაინის ერთიანობის მხარდამჭერებს შორის შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც სეპარატისტებმა აქციის მონაწილეებს გზა გადაუღობეს და ქვებისა და ხმოვანი ყუმბარების სროლა დაუწყეს. მოგვიანებით, ანტიმაიდანის წევრები და პრორუსი აქტივისტები პროფკავშირების სახლში შეიჭრნენ, რომელსაც ე.წ.მოლოტოვის კოქტეილების სროლის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლმოკიდებულ შენობაში დარჩენილი სეპარატისტები პროუკრაინელ აქტივისტებს გამოჰყავდათ.

ასევე იხილეთ: ოდესაში შეტაკებების დროს გაჩენილ ხანძარს 38 ადამიანი ემსხვერპლა