loader

"ოჯახი ოჯახია, სიყვარული სიყვარულია" - რას ფიქრობენ გეი მშობლების შვილები საკუთარ ოჯახებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოჯახი ოჯახია, სიყვარული სიყვარულია" - რას ფიქრობენ გეი მშობლების შვილები საკუთარ ოჯახებზე

ბრიტანეთში სოციალური ექსპერიმენტის ფარგლებში 3-14 წლამდე ასაკის პატარები გამოკითხეს. პატარებს, რომლებიც გეი ოჯახებში იზრდებიან, სხვა შეკითხვებთან ერთად, მაგალითად რა პროფესიის სურთ იყვნენ, რას შეცვლიდნენ სამყაროში ან რისი კეთება უყვართ ოჯახის წევრებთან ერთად, კითხეს, ფიქრობენ თუ არა რომ მათი ოჯახები უჩვეულოა.

კითხვაზე ერთი ბავშვი პასუხობს: "ჩვენ ყველა ნორმალურები ვართ, იქამდე სანამ რომელიმე ფრენას დაიწყებს". მეორე გოგონა კი ამბობს: "როცა ორი დედა გყავს, ყველაზე დიდი პლიუსი ისაა, რომ თუ ერთი დედა სახლში არაა, მეორეს ჩაეხუტები"

პატარების განმარტებით, არ აქვს მნიშვნელობა 2 დედა გყავს, 2 მამა თუ დედა და მამა, ოჯახი ოჯახია და სიყვარული სიყვარული.