loader

კადრები უკომენტაროდ: როგორ წაუკიდეს ცეცხლი ოდესაში პროფკავშირების სახლს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები უკომენტაროდ: როგორ წაუკიდეს ცეცხლი ოდესაში პროფკავშირების სახლს

ოდესაში 2 მაისს, სეპარატისტებსა და უკრაინის ერთიანობის მხარდამჭერთა შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, 43 ადამიანი დაიღუპა. შეტაკებების შედეგად 200-მდე ადამიანია დაშავებული, მათგან 25 მძიმე მდგომარეობაშია.

ოდესაში გუშინ პრორუს და უკრაინის ერთიანობის მხარდამჭერებს შორის შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც სეპარატისტებმა აქციის მონაწილეებს გზა გადაუღობეს და ქვებისა და ხმოვანი ყუმბარების სროლა დაუწყეს. მოგვიანებით, ანტიმაიდანის წევრები და პრორუსი აქტივისტები პროფკავშირების სახლში შეიჭრნენ, რომელსაც ე.წ.მოლოტოვის კოქტეილების სროლის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა. უკომენტარო კადრებში იხილავთ ქალაქის ცენტრში პროცესების განვითარებას, რასაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ასევე იხილეთ: ოდესაში გლოვაა: 43 დაღუპული და ცეცხლის ალში გახვეული ქალაქ