loader

ქალაქის მერმა ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ხელები "უფათურა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალაქის მერმა ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ხელები "უფათურა"

ბოლივიის ქალაქ სანტა-კრუზის მერმა პერსი ფერნანდესმა სატელევიზიო ეთერის დროს ჟურნალისტ მერსედეს გუზმანს ხელები "უფათურა".

პირდაპირი ეთერის კადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტს ერთ ხელში მიკროფონი უჭირავს, მეორით კი მერის უხამსი "არშიყის" მოგერიებას ცდილობს.

პარლამენტარებმა, ჟურნალისტებმა და ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მერის საქციელი გაკიცხეს. 75 წლის ფერნანდესი კი ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეპორტიორის წყენინებას არ აპირებდა. რეპორტიორის ქმარი სასამართლოში სარჩელის შეტანით იმუქრება, თუ მერი საჯაროდ ბოდიშს არ მოიხდის.

ასევე იხილეთ: სერბეთის პრემიერ-მინისტრი სექსუალური წამყვანის უხერხულმა პოზამ დაამუნჯ