loader

გამოიგონეს სარკე, რომელშიც ადამიანის შინაგანი ორგანოები ჩანს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გამოიგონეს სარკე, რომელშიც ადამიანის შინაგანი ორგანოები ჩანს

უნივერსიტეტ Paris-Sud-ის ფრანგი მეცნიერები სამგანზომილებიან ციფრულ სარკეს ცდიან, რომელსაც ადამიანის შინაგანი ორგანოების "არეკვლა" შეუძლია. ეკრანზე გამოდის სურათები, რომელიც რენტგენისა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით, წინასწარ შეაგროვეს და დაამუშავეს. შედეგად, სარკეში ჩახედვისას მასში რეალური გარეგნული იერსახის ნაცვლად, შინაგანი ორგანოებისა და ძვლების ავატარი გამოისახება.

მეცნიერები თვლიან, რომ მათი გამოგონება გამოყენებას მედიცინაში ჰპოვებს, კერძოდ, ექიმებს ოპერაციებისთვის მომზადებაში დაეხმარება.