loader

ნიგერიაში რადიკალებმა სკოლიდან 276 გოგონა გაიტაცეს და მათი გაყიდვით იმუქრებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიგერიაში რადიკალებმა სკოლიდან 276 გოგონა გაიტაცეს და მათი გაყიდვით იმუქრებიან

ნიგერიის ერთ-ერთი სკოლიდან, რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ 276 მოსწავლე გოგონა გაიტაცა. გატაცება საკუთარ თავზე დაჯგუფება "ბოკო ჰარამმა" აიღო. ფაქტთან დაკავშირებით, რამოდენიმე დღის წინ, დაჯგუფების ლიდერმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება დასავლურ განათლებას და გოგონების გაყიდვას აპირებს. "ეს არის ომი ქრისტიანების წინაღმდეგ" - აცხადებს აბუბაკარ შეკო.

მიმართვის შემდეგ, გატაცებული გოგონების მშობლებმა აქცია გამართეს და ხელისუფლებას უმოქმედობაში დასდეს ბრალი.

გოგონები სასწავლებლიდან 14 აპრილს გაიტაცეს. ისინი ავტობუსებში ჩასვეს და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს. 54-მა გოგონამ გაქცევა მოახერხა, თუმცა, ისინი ჩვენების მიცემაზე ამ დრომდე უარს აცხადებენ.