loader

"ევროვიზიის" ფინალის შემდეგ რუსები წვერს იპარსავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ევროვიზიის" ფინალის შემდეგ რუსები წვერს იპარსავენ

"ევროვიზიაზე" ავსტრიელი წვეროსანი ტრანსგენდერის, კონჩიტა ვურსტის გამარჯვებამ რუსეთში ახალ "მოდას" დაუდო საფუძველი: მამაკაცებს წვერის ტარება აღარ სურთ. ერთდროულად რამდენიმე რუსულ ქალაქში "წვერის პარსვის ფლეშმობმა" აიღო სტარტი. სოციალურ ქსელებში ასობით ფოტო და ვიდეო გამოქვეყნდა, რომლებზეც წვერის პარსვის პროცესია აღბეჭდილი.

ფლეშმობის მონაწილეების თქმით, ტრანსგენდერმა, რომელმაც მსოფლიო ცნობადობა უჩვეულო სცენური იმიჯის წყალობით მოიპოვა, დაანგრია სტერეოტიპი, რომ წვერი სიმამაცისა და ძალის სიმბოლოა და სწორედ ამან გამოიწვია მათი პროტესტი. პარსვის ფლეშმობს რუსი ვარსკვლავებიც შეუერთდნენ.

ასევე იხილეთ:

როგორ ხუმრობენ რუსულ "კომედი კლაბში" კონჩიტა ვურსტზ

რა გზავნილი აქვს კონჩიტა ვურსტს ვლადიმერ პუტინისადმი

"ევროვიზიის" გამარჯვებული 25 წლის ავსტრიელი კონჩიტა ვურსტი გახდა