loader

პუტინის მხარდამჭერ რუს დირიჟორს ლონდონში კონცერტი ჩაუშალეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინის მხარდამჭერ რუს დირიჟორს ლონდონში კონცერტი ჩაუშალეს

12 მაისს, ბრიტანეთის დედაქალაქში, ლონდონის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი, რომლის დირიჟორი რუსი ვალერი გერგიევი იყო, ჩაშალეს. ამის მიზეზი მუსიკოსის მიერ ხელმოწერილი კოლექტიური წერილი გახდა, რომელიც მხარს უჭერდა ვლადიმერ პუტინის მიერ ყირიმის ოკუპაციას.

კონცერტი ლონდონში, ტრაფალგარის მოედანზე უნდა გამართულიყო. ამისათვის სპეციალური სცენაც გააკეთეს. ღონისძიებაზე 10 ათასამდე მაყურებელი შეიკრიბა. კონცერტის დაწყებამდე სცენასთან 50 ადამიანი გამოჩნდა უკრაინული დროშებით და პლაკატებით, რომლებზეც ეწერა: "გერგიევი უკრაინაში ომის მომხრეა". საპროტესტო აქციის მონაწილეები უკრაინულად სკანდირებდნენ სიტყვა Ганьба-ს ("სირცხვილი"). საპროტესტო აქციის ორგანიზატორი უკრაინული დიასპორა იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2008 წელს დირიჟორი აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას. ცხინვალში, მთავარ მოედანზე, რომელიც რუსი ჯარისკაცების მიერ იყო ოკუპირებული, ვალერი გერგიევმა უფასო კონცერტიც კი გამართა თავის ორკესტრთან ერთად. ამ "თავდადებისთვის" მან ვლადიმერ პუტინისგან რუსეთის ფედერაციის შრომის გმირის ოქროს ვარსკვლავი მიიღო.