loader

ფრთხილად, მოგზაურებო! - ანუ როგორ ხსნიან ჩემოდანს ბოქლომის გაუხსნელად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფრთხილად, მოგზაურებო! - ანუ როგორ ხსნიან ჩემოდანს ბოქლომის გაუხსნელად

ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ჩემოდანზე დადებული ბოქლომი ნივთებს ქურდებისგან დაიცავს, იმედგაცრუება ელოდება. ვიდეო, რომელიც Youtube-ზე გამოქვეყნდა, აჩვენებს, რამდენად მარტივია ასეთი საკეტის გახსნა. მეტიც, როგორც ჩანს, ქურდებს არაფრის გაკეთება უწევთ იმისთვის, რომ ჩემოდანი ხელუხლებელი ჩანდეს.

უსაფრთხოების სპეციალისტმა და ამერიკელმა მოგზაურმა ვიდეოს გადაღება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მის კოლეგას ჩემოდნიდან ნივთები მოპარეს, როდესაც აფრიკიდან აშშ-ში მიფრინავდა. მამაკაცი აჩვენებს, რამდენად მარტივია ჩემოდნის ელვა-შესაკრავის გახსნა ჩვეულებრივი კალმით, ჩემოდნის შესაკვრელად კი ელვის ერთი ბოლოდან მეორისკენ გაწევაც საკმარისია. თავდაცვის მიზნით, ექსპერტი მოგზაურებს მყარი გარსის, ელვა-შესაკრავის არმქონე ჩემოდნის გამოყენებას ურჩევს.